იალბუზის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, იალბუზის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. როგორც ექიმი კოტე მუმლაძე აცხადებს, პაციენტებს მრავლობითი დაზიანებები აქვთ მიღებული. „ბეტონის კედლის ჩამონგრევის შედეგად მიღებული აქვთ ტრავმები. ეს გამოიხატული იყო ტრავმული შოკით. მათ აღენიშნებათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟლობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მენჯის ძვლების მოტეხილობა. დედა იმყოფება მართვით სუნთქვაზე და გადადის რეანიმაციაში. რაც შეეხება შვილის მდგომარეობას, გრძელდება შოკის კლინიკა. ცნობიერების დონე ჯერ ჯერობით შენახულია და მიდის შოკის საწინააღმდეგო თერაპია“,- განაცხადა ექიმმა კოტე მუმლაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, იალბუზის ქუჩაზე ქვის ღობე ჩამოინგრა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი ქალბატონი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანებმა ინგოროყვასა და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები