ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში სპეციალური ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის ანტიოკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის კონსტულტანტია, ამბობს, რომ გადამჭრელი მოქმედების გარეშე უკრაინაში კორუფციის დამარცხება შეუძლებელია. ადეიშვილი სოციალური სტრუქტურების, მაგალითად, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის ინიცატივით გამოდის. „არავის არ უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი კანონის წინაშე – არც დეპუტატს, არც მოსამართლეს, არც პოლიციელს“, – აცხადებს ადეიშვილი უკრაინული გამოცემა „გლავკომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ჩვენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა სწორედ პოლიციით დავიწყეთ. შემდეგ მივყევით სასამართლოს, სადაც 310 მოსამართლიდან 30 დავიჭირეთ, ანუ 10%. არც პარლამეტი იყო გამონაკლისი, ხშირად კორუფციულ საკანდალებში ჩვენი თანაგუნდელებიც ეხვეოდნენ და მათაც ვიჭერდით. უკრაინაშიც იგივე უნდა გაკეთდეს“, – ამბობს ადეიშვილი.
მისი თქმით, საქართველოში ძალზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მექანიზმი იყო საპროცესო შეთანხმება, როდესაც დამნაშავე მოპარულ ქონებას აბრუნებდა და ამ შემთხვევაში ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ადეიშვილი ჩინოვნიკებისთვის მაღალი ანაზღაურების დაწესებას ასახელებს, “უნდა შეიქმნას სისტემა, როდესაც არც ქრთამის მიცემა, არც ქრთამის აღება მომგებიანი არ არის“, – ამბობს ზურაბ ადეიშვილი.
„მე ვიცი, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ თავზე დღეს რეფორმებს ვერ გრძნობს. უკრაინაში უნდა შეიქმნას „სისუფთავის კუნძული“, ანუ ერთი უწყება, რომელიც კორუფციისგან თავისუფალი იქნება. ამის შემდეგ უკვე კონკრეტული მაგალითის მიხედვით სხვა უწყებებშიც კორუფციისგან გათავისუფლება უფრო მარტივი იქნება“, – აცხადებს ადეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები