შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული იოანე ა. ფსიქოაქტიური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას 66 ფირფიტა ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ფსიქოაქტიური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
შსს-მ 66 ფირფიტა ე.წ. ბიო ამოიღო (ვიდეო)
![](https://kvira.ge/wp-content/uploads/2015/05/bio.png)