გურამ მაჭარაშვილი “კაბელების საქმის” ერთ-ერთ მოსამართლეზე, დავით ჯუღელზე:  არავის სჯერა იმ ადამიანის, რომელიც სააკაშვილის წარმომადგენელი და “კოლექტიური ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერია

“დღევანდელ მოცემულობაში ნამდვილად არავის სჯერა იმ ადამიანის, რომელიც არის პატიმარ სააკაშვილის წარმომადგენელი და “კოლექტიური ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი მხარდამჭერი,” – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილ მოსამართლე, დავით ჯუღელზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, რთულია იმ ადამიანის სიტყვები დაიჯერო, რომელიც, მისი შეფასებით, წლებია, მიხეილ სააკაშვილს წარმოადგენს.

“ბატონი ჯუღელი კარგად ვიცით, რომ არის წარმომადგენელი სააკაშვილის. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სააკაშვილმა დააანონსა და სოფო ჯაფარიძეს დაავალა, რომ რეგიონებში გასულიყვნენ, იქაც იყო ბატონი ჯუღელი, ანუ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ იყო ჩაბმული. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პირდაპირი წარმომადგენელია პატიმარი სააკაშვილის და ასეთი ადამიანისგან, თუ ერთ სიტყვას მაინც ვინმე დაიჯერებს, ესეც მათი პრობლემაა. დღევანდელ მოცემულობაში ნამდვილად არავის სჯერა იმ ადამიანის, რომელიც არის პატიმარ სააკაშვილის წარმომადგენელი და “კოლექტიური ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი მხარდამჭერი,” – აცხადებს  გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, “კაბელების საქმის” ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, წლების წინ მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები