ზურაბ ქადაგიძე: ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციებით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა, რითაც დღეს მართლა ვამაყობთ 

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლას აქვეყნებს და მისი და დონალდ ტრამპის განცხადებების თანხვედრას ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ სწორედ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა.

“ახლა მაინც ხვდებით, რამხელა წნეხისა და ზეწოლის გაძლება მოუწია საქართველოს, რომ დღევანდლამდე ასე მშვიდად და ამაყად მოეღწია?!”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ორი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა, დღეს კი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტიც იმავეს საუბრობს.

“დიახ, ირაკლი ღარიბაშვილმა ორი წლის წინ დაიწყო საუბარი იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რაზეც დღეს ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს.

გაიხსენეთ, რა რეზონანსი მოყვა  ამ განცხადებას და რა მასშტაბის დეზინფორმაციებით ცდილობდნენ გადაეფარათ ეს ჭეშმარიტება, სოროსის ადგილობრივ თუ გლობალურ საერთაშორისო სინდიკატს?!

დიახ, სწორედ ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციებით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა, რითაც დღეს მართლა ვამაყობთ ყველა და კმაყოფილებით აღვნიშნავთ ამ ისტორიულ დროში, სწორად შერჩეულ და ეგზისტენციალურად მართებულ დამოკიდებულებებს!

ახლა მაინც ხვდებით, რამხელა წნეხისა და ზეწოლის გაძლება მოუწია საქართველოს, რომ დღევანდლამდე ასე მშვიდად და ამაყად მოეღწია?!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები