შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სიმულაციურ სწავლებას განახორციელებს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ხვალ, სკოლა-პანსიონ “აიბი მთიებში” მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო ევაკუაციას განახორციელებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალის მზადყოფნა, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები წინასწარ შემუშავებული რეაგირების გეგმის მიხედვით შენობებიდან 850 მოსწავლისა და პერსონალის ევაკუაციას მოახდენენ.