რაზე ისაუბრა თინა ხიდაშელთან – ირაკლი ალასანიას კომენტარი

ჩვენ მეგობრები ვართ და სხვა მეგობრულ თემებზეც ვისაუბრეთ, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, შეხვედრისას საუბარი ყველა იმ საჭირბოროტო საკითხს შეეხო, რაც თავდაცვის სამინისტროს ეხება.
“ვისაუბრეთ ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ვისაუბრეთ, იმ მომავალ გეგმებზე, რომელიც გვქონდა თავდაცვის უწყებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც საჭიროა.
ჩვენ მეგობრები ვართ და სხვა მეგობრულ თემებზეც ვისაუბრეთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები