ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისვლას არ აპირებს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად არჩეული ზაზა აბაშიძე ცენტრში მისვლას არ აპირებს, – ამის შესახებ მან „მოამბეში“ ჩართვისას განაცხადა. „ასეთ სიტუაციაში, რასაკვირველია, ინსტიტუტში არ მივალ. როდესაც დაწყნარდება სიტუაცია და როდესაც მიხვდებიან, რომ შეცდომას უშვებენ, მერე შეიძლება მივიდე, ამაზე უკვე უნდა ვიფიქრო მე და მაპატიეთ და იქით უნდა მთხოვონ რომ მივიდე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტროს კადრებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ, ზაზა აბაშიძის ცენტრის დირექტორად არჩევა, არასამართლიანია. თანამშრომლები მოითხოვენ, ცენტრის ხელმძღვანლის არჩევის უფლება დაუბრუნდეთ. მანამდე კი, პერმანენტულ აქციებს გამართავენ და ზაზა აბაშიძის ხელმძღვანელად არჩევას გააპროტესტებენ.