დავით ნარმანია: ძველ სპორტის სასახლეში რამდენიმე ღონისძიების გადატანა დაზღვევის მიზნით ხდება
ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებული სამზადისი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ძველ სპორტის სასახლეში კი რამდენიმე ღონისძიების გადატანა დაზღვევის მიზნით ხდება – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, ოლიმპიადისთვის ახალი სპორტის სასახლე ფუნქციონირებას დაიწყებს.
„კონტრაქტორი კომპანიის ინფორმაციით, ისინი ამ სამუშაოს დაასრულებენ. მათ ყოველდღიური გეგმა-გრაფიკი აქვთ გაწერილი და ამ გრაფიკს მიჰყვებიან. თუმცა, მაინც თავის დაზღვევის მიზნით საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ალტერნატიული ტერიტორია მოემზადებინა. თუ ობიექტი დროულად ჩაბარდება, რა თქმა უნდა, ღონისძიება იქ ჩატარდება, თუ ვინიცობაა და რაიმე სახის შეფერხებას ექნება ადგილი, იმისთვის, რომ ოლიმპიადის ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე, ეს ალტერნატიული ობიექტი იქნა მოფიქრებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.