ლაგოდეხის რაიონში სტიქიამ მოსავალი გაანადგურა
ლაგოდეხის რაიონში სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელი წვიმების გამო მდინარე ალაზანი ადიდდა, ჯებირები გაარღვია და ათეულობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დატბორა.
გადაუღებელმა წვიმებმა საზამთროს, ნესვის, კიტრის და სხვა ერთწლიანი კულტურები გაანადგურა. ასევე დაიტბორა ვენახებიც. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ზარალის აღწერა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. ამ დროისთვის რაიონში სამაშველო სამსახურები მუშაობენ.