პაატა ზაქარეიშვილი: პუტინი თუ არ იქნება, უკეთესი სიტუაცია იქნება?
„პუტინი თუ არ იქნება, უკეთესი სიტუაცია იქნება?“ – ამ რიტორიკული კითხვით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეაქციაში“ საზოგადოებას პირდაპირი ეთერის საშუალებით მიმართა. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემაში აღნიშნა, მისი ფრთხილი განცხადებები რუსეთის სახელმწიფოს მიმართ, სულაც არ ნიშნავს, რუსეთის სასარგებლო განცხადებებს. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა.
„ჩემი ფრთხილი განცხადებები სულაც არ ნიშნავს რუსეთის სასარგებლო განცხადებებს. ჩემი ფრთხილი განცხადებები, როგორც წესი მიმართულია იმ სტრატეგიის მიმართულებით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა დასავლეთი და ნატოში გაწევრიანება. რუსული ანექსია მკაფიოდ გამოკვეთილია. ამიტომ პიროვნებებში კი ნუ ვეძებთ პრობლემებს, დავინახოთ რეალური ნამდვილი საფრთხე და ამ საფრთხეს ვებრძოლოთ. პუტინი თუ არ იქნება უკეთესი სიტუაცია იქნება?“- აღნიშნა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“.