ჩხუბი ”რეაქციის” პირდაპირ ეთერში – ”უკანალის მოთამაშე ხარ შენ!” (ვიდეო)
ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის“ პირდაპირ ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რატომ არის მისაღები NDI-ის მიერ გამოკითხულთა 31%-ისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება – გადაცემაში ამ თემაზე მსჯელობდნენ.
“ევრაზიული არჩევანის” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე აცხადებდა, რომ ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოს რეალურ სიკეთეს არ მოუტანს. ჭყოიძის აღნიშნულმა განცხადებამ მოწინააღმდეგის აღელვება გამოიწვია.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.