გიორგი მარგველაშვილი დეიმონ ვილსონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი- საგარეო საქმეთა მდივანი თენგიზ ფხალაძე.