რადაში კვიტაშვილის თანამდებობიდან გადაყენების დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს

უმაღლეს რადაში ალექსანდრე კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრობიდან გადაყენების შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს, – ინფორმაციას ამის შესახებ “უნიანი” ავრცელებს.
როგორც უმაღლესი რადის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული,  კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების პროექტის ავტორები დამოუკიდებელი დეპუტატები: ანდრეი დერკაჩი, ვლადიმერ ბანდუროვი, ვიქტორ რაზვადოვსკი, იგორ მოლოტოკი, მიხაილ პაპიევი და იგორ ერემეევი არიან.
იგივე დეპუტატები კვიტაშვილის გარდა, აგრარული პოლიტიკისა და ვაჭრობის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი პავლენკოს გადაყენებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის 2 დეკემბერს მიიღო და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. ის 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები