ედგარ რინკევიჩი: რიგის სამიტი მიზნად ისახავს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მხარდაჭერას

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი, რომელიც რიგაში გაიმართება, მიზნად ისახავს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა ევროკავშირისა და “ვიშეგრადის ქვეყნების” საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ განაცხადა.
“ახლა, როდესაც ვუახლოვდებით რიგის სამიტს, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ სამიტმა უნდა დაადასტუროს საკუთარი მიზანი – ავაშენოთ აყვავებული, უსაფრთხო და სტაბილური აღმოსავლეთ პარტნიორობა, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს, ასევე, იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას: უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს”, – აღნიშნა ედგარ რინკევიჩმა.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები