ვახტანგ გომელაური წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ლორან კორბას და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეს ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.