სოფელ კარალეთში დევნილებმა თევზის სატბორე მეურნეობა გახსნეს

სოფელ კარალეთში დევნილებმა თევზის სატბორე მეურნეობა გახსნეს. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, თევზის სატბორე მეურნეობა სოფელ კარალეთში ევროპის დღის აღსანიშნავად, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის (UN FAO) ორგანიზებით გაიხსნა. ამავე ინფორმაციით, თევზის სატბორე მეურნეობა 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებს ეკუთვნის და “საარსებო წყაროების პროექტის” დახმარებით გაკეთდა. “ოთხმა დევნილმა ოჯახმა გამოიკვლია შესაძლებლობები და ზუთხის სატბორე მეურნეობის დასაარსებლად გაერთიანება გადაწყვიტა. მათ შეიძინეს 0.4 ჰა მიწა მდინარის პირას, გორთან ახლოს და დაარსეს კომპანია. ეს არის საუკეთესო მაგალითი, რომ კარგად გამიზნული ფინანსური და ტექნიკური დახმარება ხელს უწყობს დევნილთა ოჯახური მეწარმეობის განვითარებას”, – განაცხადეს სამინისტროში. თევზის სატბორე მეურნეობის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები