სუმა ჩაკრაბარტი მიიჩნევს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან მაღალ დონეზეა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი მიიჩნევს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან მაღალ დონეზეა.
როგორც ჩაკრაბარტიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო, Doing Business-ის მონაცემებით, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ფაქტორი.
“რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს და კლიმატს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან, ის მოქმედებები, რომელიც მთავრობამ, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც უნდა განაპირობოს ინვესტიციების ზრდა და ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება”, – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს EBRD-სა და საქართველოს მთავრობას შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები