დავით ნარმანია თბილისში შექმნილ საცობებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, გზებზე შექმნილი საცობების გარკვეული ნაწილი მიმდინარე სამუშაოებით არის გამოწვეული. როგორც ნარმანიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების განაცხადა, გარკვეულ მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები, რამდენიმე მონაკვეთზე კი ის უახლოეს დღეებში შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება.
მისვე მტკიცებით, გზებზე არსებული მდგომარეობა ეტაპობრივად მოწესრიგდება.
“საცობების გარკვეული ნაწილი გამოწვეულია მიმდინარე სამუშაოებით. როგორც ვიცით, გვირაბთან მიმდინარეობს ხიდის აღდგენითი სამუშაოები, ასევე სამუშაოები ტარდება გადასასვლელ ხიდთან, სადაც კომპლექსური პროექტი ხორციელდება. ასევე, რამდენიმე მონაკვეთზე დაიწყება სამუშაოები მას შემდეგ, რაც უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურები დასრულდება. ასე, რომ ეტაპობრივად მოწესრიგდება არსებული მდგომარეობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები