ონკოცენტრი, ბავშვთა ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოები ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება
ონკოლოგიური, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები კერძო, სახელმწიფო პარტნიორობის ერთ მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდი ამ პროექტის მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს ეხმარება.
„მათ აქვთ დიდი გამოცდილება. სამი დაწესებულება: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური და ონკოცენტრი ჩამოყალიბდება კერძო სახელმწიფო პარტნიორობის ერთ მძლავრ ჰოლდინგად. უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს. დაინტერესება, მართლაც, დიდია. ათზე მეტი მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული ამ პროექტში მონაწილეობით და ვფიქრობ, რომ ზაფხულის დასაწყისში უკვე პირველ შედეგებს მივიღებთ,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პირველი შედეგები უკვე ზაფხულის დასაწყისში იქნება.