“2008 წელს რუსეთმა დაუსჯელად შეძლო საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთან გერმანული გაზეთი Die Welt ინტერვიუს აქვეყნებს.
ინტერვიუში მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ევროინტეგრაციულ პროცესზე საუბრობს.
თამარ ბერუჩაშვილი პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ დეესკალაციის კურსზე.
ასვე მინისტრი ინტერვიუში აღნიშნავს,რომ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობაზე ევროპას მკაცრი რეაგირება რომ მოეხდინა, შესაძლოა უკრაინაში მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო.
“2008 წელს რუსეთმა დაუსჯელად შეძლო საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება. ევროკავშირი თუმცა დაგვეხმარა სამშვიდო მოლაპარაკებებში, მაგრამ რუსეთის ქმედებას სანქციები არ მოყოლია. რამოდენიმე თვის შემდეგ ევროპა კვლავ ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდა რუსეთთან ურთერთობებს. რუსეთმა საქართველოში მოსინჯა, თუ რამდენად შორს შეიძლებოდა წასვლა და როცა ის არავინ შეაჩერა, განაგრძო მსვლელობა”- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
პუბლიკაციაში მინისტრი ხაზს უსვამს რომ, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით საქართველოს მოდერნიზაცია და ევროპეიზაცია პროცესია, რომელსაც საქართველო წარმატებით დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები