„გვაქვს ინფორმაცია,რომ ბაგა-ბაღებში შეტანილია კამეჩის ხორცი“

გვაქვს ინფორმაცია,რომ ბაგა-ბაღებში შეტანილია კამეჩის ხორცი – ამის შესახებ “ანტიკორიფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს და სამომხმარებლო ბაზრებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
“სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმაც დადო და ჩვენსც გვაქვს მასალები, რომ სამომხმარებლო ბაზრებში უხვად არის ისეთი საქონლის ხორცი, რომლის მოხმარებაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია, სწორედ ამიტომ გვყავს ვეტერინარები, რომლებმაც ნამდვილად იციან, რომ მსგავსი საქონელი უნდა განადგურდეს, მაგრამ ფულის სანაცვლოდ ხელს აწერენ ამ “ფორმა 2“-ზე და ეს გაფუჭებული ხორცი შემოდის დახლებზე.
ბაგა – ბაღებშიც გვქონდა შემთხვევები, რომ ასეთი პროდუქტი შევიდა და, ღმერთს მადლობა, რომ მინისტრები ჩვენთან თანამშრომლობაზე უკვე გამოთქვამენ თანხმობას და საშუალება გვექნება, ასეთი ფაქტები აღვკვეთოთ და შესაბამისი კანონმდებლობით მოეთხოვოთ მათ პასუხი. დანელიას სიტყვებია: გამორიცხული არ არის, მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ზოგიერთი მოხელის წინააღმდეგო. ამაში ის ვეტერინარები იგულისხმებოდნენ და სხვა რგოლი კიდევ, რომლებიც დღეს განცხადებების წერით არიან დაკავებულები და სულ მალე დატოვებენ სამუშაო კაბინეტებს. მათ წინააღმდეგ მამხილებელი მასალები გვაქვს, მაგრამ ამის გაჟღერებაზე ჯერ თავს შევიკავებ გასაგები მიზეზების გამო.
დახლებზე ვირის ხორცი არ გამოჩენილა, მაგრამ დავასწრებ მოვლენებს და თქვენ ექსკლუზიურად გეტყვით, რომ გვაქვს ინფორმაცია, ბაგა-ბაღებში შეტანილია კამეჩის ხორცი. ეს ხორცი ორგანიზმისთვის უვარგისი არაა, უბრალოდ, ბავშვის ორგანიზმი ვერ ამუშავებს, ვერ ღეჭავს. ამ ინფორმაციაზეც ვმუშაობთ, თუმცა დღეს მოგვაწოდეს ეს ამბავი“,- აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები