გურჯაანში ავტოავარიას 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ორსული და 2 წლის ბავშვი. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარია გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, ერთმანეთს “აუდისა” და “ვაზ 24”-ის მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გულისხმობს.
ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.