„მიშამ საარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო და მისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ“
მიშამ საარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო და მისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ – ამის შესახებ გაზეთ “ალიასთან“ საუბრისას ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე აცხადებს. მამალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანში ჩასვლის ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ მას აზერბაიჯანის პირველ პირებთან უფრო კარგი ურთიერთობა აკავშირებს, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას. მამალაძე ფიქრობს, რომ საქართველოს მოქმედემა ხელისუფლებამ აზერბაიჯანთან ურთიერთობა უნდა გაააქტიუროს.
„მიშას აზერბაიჯანის პირველ პირებთან უფრო კარგი ურთიერთობა აკავშირებს, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას. მე პირადად ვიცნობ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და იქაურ ელიტას, მათთან ურთიერთობა გასააქტიურებელია. საქართველის ხელისუფლებას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობის ვექტორი, რაც არ შეიმჩნევა. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, მისი გამონათქვამები, მისივე ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. ახლა რომ ჰპირდება პრემიერობას, თუ ასე უნდოდა, 9 წლის განმავლობაში დაენიშნა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მინისტრებათ, გუბერნატორებად, ანდა თავისი სკამი დაეთმო… მიშამ საარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო და მისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა მამალაძემ „ალიასთან“ საუბრისას.