ზოგიერთ სკოლაში 5 წლის ბავშვებსაც მიიღებენ

მიუხედავად მშობელთა პროტესტისა, რომ პირველ კლასში ის ბავშვები მიეღოთ, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლომდე უსრულდებოდათ, განათლების სამინისტრომ პოზიცია არ შეცვალა.

ამასთან, ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე სწავლის ასაკთან დაკავშირებით, პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
„ზოგიერთ სკოლაში სკოლაში სასწავლო წელი 14 სექტემბრის მერე იწყება და, შესაბამისად, იმ ბავშვებსაც მიიღებენ, ვინც 6 წლის 14 სექტემბრის მერე ხდება“,- წერს გაზეთი „რეზონანსი“.
გამოცემა ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორს ესაუბრა და მან განაცხადა, რომ თუ ბავშვი სწავლის დაწყებამდე გახდება 6 წლის, მას აუცილებლად მიიღებენ სკოლაში.
„ჩვენთან სწავლა 21 სექტემბერს იწყება, პირველ კლასებსაც ვიღებთ და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თუ, მაგალითად, ბავშვი 20 სექტემბერს 6 წლის ხდება, ანუ სწავლის დაწყებამდე, ჩვენ მას სკოლაში მივიღებთ“,- განაცხადა დირექტორმა გამოცემასთან საუბრისას.
გამოცემის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით, მომავალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს მიიღებენ, რომელთაც 6 წელი სწავლის დაწყებამდე უსრულდებათ. აღნიშნული ცვლილება მშობელთა დიდმა ნაწილმა და საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა, თუმცა კანონში შესატანი ცვლილება პარლამენტმა არ დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები