„განახლებულ მთავრობას პირველი თეა წულუკიანი დატოვებს“

განახლებულ მთავრობას პირველი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დატოვებს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, პირველი მინისტრი, ვინც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განახლებულ კაბინეტს დატოვებს, თეა წულუკიანი იქნება.
„როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი გვიყვება, წულუკიანს თანამდებობის დატოვების სურვილი უკვე დიდი ხანია აქვს, თუმცა იმის გამო, რომ მას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს კვოტით წარდგენას ჰპირდებიან, თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წულუკიანი თავის თანაპარტიელ ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში არ გადაჰყვება, სწორედ ზემოხსენებული პირობა გახლავთ. ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლედ ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნინო წოწორიაა გამწესებული, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მალე ეწურება. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში დატოვებს თანამდებობას იუსტიციის მინისტრი, რომელიც მოსამართლის მანტიას უკვე სტრასბურგის სასამართლოში მოისხამს“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები