გიორგი ვაშაძე დემოგრაფიული მონაცემების გაყალბებაში ამხილეს

გიორგი ვაშაძემ 2007-2009 წლებში მთლიანად გააყალბა დემოგრაფიული მონაცემები – ამის შესახებ პროფესორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“2007-2009 წლებში “ნაციონალები” ავრცელებდნენ ინფორმაციას მოსახლეობის ზრდის შესახებ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ძირითადად, აქვეყნებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ მონაცემებს, ადრე მას საჯარო რეესტრი ერქვა, რომელსაც გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა. მან მთლიანად გააყალბა დემოგრაფიული მონაცემები. “ნაციონალების” არასწორი მონაცემებით, 2007-2009 წლებში შობადობა გაიზარდა და 63 000 ბავშვი დაიბადა. ამ შელამაზებულმა მონაცემებმა რამდენჯერმე ათქმევინა პრეზიდენტს, საქართველოში შობადობის ბუმიაო და ეს ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას დაუკავშირა“,-აცხადებს ანზორ თოთაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები