თინა ხიდაშელს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეობა უხერხულობას არ უქმნის

თინა ხიდაშელის განცხადებით, უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა, თავად კი თავდაცვის უწყების პირველი პირი ხდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„უხერხულობას, რა თქმა უნდა, არ მიქმნის, იმიტომ, რომ ჩვენი ბედი ძალიან ბევრი წლის წინ გადაწყდა, როდესაც ორივემ დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩვენ საჯარო ცხოვრებით შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ჩვენი გზები სულ ასე – ან პარალელურ რეჟიმში ივლიდა ან სადმე გადაიკვეთებოდა, ეს ნორმალურია, ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები