„იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს ეს გადაწყვეტილება“

თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი დანიშვნა კოალიციური გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ხიდაშელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას კითხვით მიმართა – “ვისი კანდიდატურაა თინა ხიდაშელი – ბიძინა ივანიშვილის თუ ირაკლი ღარიბაშვილის“. თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება და მოსწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კოალიციური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ყველამ ერთად მიიღო. მე არ ვესწრებოდი ამ შეკრებას, ისე მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები