თინა ხიდაშელი: ის რაც ხდებოდა, შეიძლება უფრო სწრაფი ტემპით წავიდეს, მაგრამ საბოლოო მიზანი უცვლელია

თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებულ კურსში “რაიმე განსაკუთრებული“ ცვლილებები არ იქნება. ამის შესახებ ხიდაშელმა “მაესტროს ცხრიანის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ხიდაშელის თქმით, ის აბსოლუტურად ემიჯნება გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ახლა გამოსწორდება თავდაცვის სამინისტროს იმიჯი“. თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ მსგავის შინაარსის საუბრის არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
“რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება თავდაცვის სამინისტროში, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ირაკლი ალასანიაც იმავე გუნდის წევრი იყო, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო, ისევე როგორც, მინდია ჯანელიძე და მე ვფიქრობ, თუკი შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაიმე ტიპის სტაბილურობაზე ქვეყნის რომელიმე უწყებაში, ალბათ რამდენიმე სამინისტროა ამ მხრივ ასეთი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო, სადაც სტრატეგიულად ხედვა და დამოკიდებულება განსაკუთრებით არ იცვლება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ჩემი, თქვენი ან გუშინდელი მინისტრის არჩევანი, ეს არის ყველას საერთო ერთიანი არჩევანი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ გააკეთა ქართველმა ხალხმა. ამიტომ ამ თვალსაზრისით, გეგმები არ იცვლება. აბსოლუტურად ვემიჯნები გაბატონებულ აზრს იმის შესახებ, რომ „ახლა გამოსწორდება თავდაცვის სამინისტროს იმიჯი“, რადგან ასეთი საუბრის არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ზოგადად აქტიური ადამიანი ვარ და ის რაც ხდებოდა შეიძლება უფრო ფორსირებულად, უფრო სწრაფი ტემპით წავიდეს, მაგრამ ხაზი, დამოკიდებულება, ორიენტირი, საბოლოო მიზანი ჩვენი ხელისუფლების პირობებში უცვლელია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები