დავით ბერძენიშვილი: რომელიმე მე-7 მინისტრის შეცვლა მთავრობაში არ განიხილება

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” ხელმძღვანელი დავით ბერძენიშვილი ახლო მომავალში პარლამენტის წინაშე მთავრობის ხელახალი ნდობის საკითხის დაყენებას არ ელოდება. ბერძენიშვილის განმარტებით, რომელიმე მეშვიდე მინისტრის შეცვლა მთავრობაში არ განიხილება. რაც შეეხება ლევან ყიფიანს, დატოვებს თუ არა ის თანამდებობას, ბერძენიშვილმა განმარტა, რომ პოლიტსაბჭოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია.
“ლევან ყიფიანის მიმართ ფედერაციები და მათი ხელმძღვანელები კეთილგანწყობილნი არიან. თუკი ვინმეს უჩნდება კითხვა, თუ რატომ აქვს ჭადრაკის ფედერაციას დიდი დაფინანსება, ვულოცავ ჩვენს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას. ეს არის პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ჭადრაკის ფედერაციას უფრო მაღალი დაფინანსება. ისიც ვიცი, რომ ძიუდოს ფედერაცია ძალიან წარმატებული ფედერაციაა, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ყიფიანთან თანამშრომლობს. ვიცი, რომ სპორტის სახეობის ყველაზე წარმატებული, რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელი სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები