ირაკლი ღარიბაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
“საქართველოს მთავრობის და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ყახაზეთის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
შეგახსენებთ, ყახაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაზარბაევმა ხმათა უმრავლესობა, 97,7 პროცენტი დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები