მანანა კობახიძე: ათონელის რეზიდენცია მარგველაშვილის რეგალიებს ზუსტად შეესაბამება

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს და ათონელის რეზიდენციაში გადავიდეს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში უნდა გადავიდეს, იმიტომ, რომ ათონელის რეზიდენცია სწორედ პრეზიდენტისთვის აშენდა, ის თავად იყოს წინააღმდეგი დაეკავებინა ავლაბრის რეზიდენცია, დაუშვებელია ორი მთავრობის რეზიდენცია, ორი პარლამენტი ვიხილოთ, ათონელის რეზიდენცია ზუსტად შეესაბამება იმ რეგალიებს რაც მას აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ათონელის რეზიდენცია ექსპლუატაციაშია შესული და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის დატოვებას და ათონელზე გადასვლას სთავაზობს, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები