ირაკლი კობახიძე: შესაძლოა, პრეზიდენტის დამოკიდებულება 9-წლიანი მმართველობის მიმართ, შეიცვალა

ან პრეზიდენტის დამოკიდებულება შეიცვალა 9-წლიანი რეჟიმის მიმართ, ან აღარ ემეტება გარკვეული რესურსი ხალხისთვის დასაბრუნებლად – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ქრონიკაში” განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იმ მიზეზებიდან, რომელთა გამოც პრეზიდენტმა თავის დროზე ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარი განაცხადა, კობახიძისთვის მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი გარემოებაა ლოგიკური.
“პრეზიდენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ის არც ერთ შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში არ შევიდოდა. მისი თქმით, პირველი მიზეზი იყო ის, რომ ეს რეზიდენცია მისთვის 9-წლიან რეჟიმთან ასოცირდებოდა და მეორე მიზეზი – ამ რეზიდენციაზე დაიხარჯა ძალიან დიდი რესურსი და ეს რესურსი აუცილებლად ხალხს უნდა დაბრუნდებოდა. დასკვნა მარტივია, როდესაც პრეზიდენტი ასეთ განცხადებას აკეთებს, ორი რამ შეიძლება ვიფიქროთ: ან პრეზიდენტის დამოკიდებულება 9-წლიანი რეჟიმის მიმართ შეივალა, ან პრეზიდენტს აღარ ემეტება გარკვეული რესუსრსი ხალხისთვის დასაბრუნებლად. სხვა ლოგიკას მე ვერ ვხედავ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები