კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

გვსურს მოსახლეობას განმარტება მივცეთ მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების დათვლაზე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ ბევრმა არასწორად აღიქვა. ენერგეტიკაში, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში მუდმივად მუშაობს დაახლოებით 15 000 ადამიანი. ეს არის ხალხი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ყოველდღიურად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მომარაგებას სითბოსთვის, სინათლისთვის საჭირო ყველა პროდუქტით. ამ ადამიანების შრომის შედეგი ვრცელდება ქვეყნის კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც კი.
მოსახლეობის მომსახურებას ახდენს რამდენიმე კერძო კომპანია, მათ აქვთ სრული უფლება განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კომისია კანონით ვალდებულია, საჯარო განხილვები დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული არცერთი მარეგულირებელი კომისია არ იმყოფება მთავრობის, ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში – ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობა, საჯაროობა კანონით არის რეგულირებული. ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სექტორში არსებული ყველა კომპანიის, დეველოპერის, ინვესტორის სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას ქვეყანაში. შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა – ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები