„ღვინიაშვილს გამგეობის შენობა სავსებით სამართლიანად დაატოვებინეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია გურჯაანს ესტუმრა და ადგილზე ‘ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და გამგებელს შორის შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას პირადად გაეცნო.
როგორც დეპუტატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან აბსოლუტურად დესტრუქციულ ქმედებას ჰქონდა ადგილი, გამგეობის შენობაში დაკავებული ფართი კი, დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს სრულიად კანონიერად დაატოვებინეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები პირდაპირ ჩაუხტნენ გამგებელს, ერთადერთი, რაც გამოუვიდათ, იყო ის, რომ ეს თემა რამდენიმე დღე აქტუალური იყო. ეს იყო აბსოლუტურად დესტრუქციული ქმედება. მათ მოინდომეს ხელი შეეშალათ გამგეობის მუშაობისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაჟორიტარების ბიუროები იყო გამგეობაში. გურჯაანში „ნაციონალი“ გავიდა მაჟორიტარად და ამიტომ შერჩა ის გამგეობას, თუმცა ის მაჟორიტარის ბიუროს ფულს აღარ იხდიდა. თვეების გამნავლობაში რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნეს მას, რომ დაკავებული ფართი დაეტოვებინა. მან სავსებით სამართლიანად დატოვა შენობა. ისინი შეიჭრნენ გამგებლის სამუშაო ოთახში, არ ჩაატარებინეს მიღება და ხმაურის გამოწვევას შეეცადნენ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

რაც შეეხება ნათესავების დასაქმებას, ნუკრი ქანთარიას თქმით, გურჯაანის გამგებელს ნათესავები გურჯაანში საერთოდ არ ჰყავს, რადგან ის წარმოშობით სიღნაღიდან არის. ქანთარიამ ხაზი გურჯაანში ჩატარებულ სამუშაოებსაც გაუსვა. მისი თქმით, გურჯაანში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის გზები, სოფლებში ჭაბურღილები, სანიაღვრე სისტემები, გარე განათება გაკეთდა. კეთდება სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები