„პოზიცია“ გურჯაანში არსებული დაპირისპირების შესახებ დოკუმენტს ასაჯაროებს

არასამთავობო ორგანიზაცია „პოზიცია“ გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და გამგებელს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დოკუმენტი გააასაჯაროა, რომელიც ადამაშვილის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატს შორის დაპირისპირების რეალურ მიზეზებს ასახავს.
დოკუმენტის თანახმად, დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის წევრის გიორგი ღვინიაშვილის მიერ გამგეობის შენობაში დაკავებული ოთახი გახდა.
„ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ გიორგი ღვინიაშვილის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გამგეობის შენობის მესამე სართულზე უკანონოდ განთავსებული მისი საპარლამენტო ბიუროს ოთახების დაცლის მოთხოვნა გახდა. „პოზიციამ“ მოიპოვა დოკუმენტები, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი გერგიძემ ოფიციალურად წერილობით მიმართა ორჯერ საქართველოს პარლამენტის წევრს, გიორგი ღვინიაშვილს 2015 წელს, პირველად 20 იანვარს და მეორედ, 26 თებერვალს, სადაც იგი დეპუტატისაგან ითხოვდა გამოეთავისუფლებინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაკავებული 52.95 კვ.მ. -ის ოდენობის ფართი, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო უკანონოდ იყო განთავსებული. ამისათვის გერგიძე მაჟორიტარ დეპუტატს ორჯერვე გონივრული ვადა მისცა. როგორც გამგებლის ღვინიაშვილისათვის მიწერილი ბოლო წერილიდან ირკვევა, მის თხოვნას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. გიორგი ღვინიაშვილმა არა თუ არ დაცალა ფართი, რომელიც მას ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჰქონდა დაკავებული,არამედ იქ დამატებით ე. წ. ანტიკორუფციული კომისიაც კი განათავსა“- აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.
უფლებადამცველის განმარტებით, გიორგი ღვინიაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების მხრიდან პროვოკაცია, გამგეობის შენობაში შეჭრა და ხელჩართული ჩხუბი, გივი გერგიძის ახსნა-განმარტებას, მოჰყვა. გერგიძე მათ განუმარტავდა რომ აღნიშნული ფართი და ოთახებში განთავსებული მოძრავი ქონება წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას და ადმინისტრაციული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო იყო მისი გამოთავისუფლება.
„ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობას დეპუტატის სამუშაო შენობით უზრუნველყოფის ვალდებულება არ ეკისრება. ამის დასტურია, 2012 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტსა და „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების, პარლამენტის ბიუჯეტიდან ანაზღაურების თაობაზე არსებულ კანონში შეტანილი ცვლილება. აღნიშნული ცვლილების თანახმად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, პარლამენტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად გამოეყოფა 5 000 ლარი და ამავე დროს, იგივე ოდენობის თანხა – 5 000 ლარი – ყოველთვიურადაც ერიცხება. პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ 2014 წლის ანგარიშის მიხედვით გურჯაანში გიორგი ღვინიაშვილს მიღებული აქვს 60 000 ლარი, საიდანაც, ბიუროს, სახაზინო კოდზე ჩარიცხული აქვს 25 800 ლარი – ყოველთვიური ადმინისტრაციული ხარჯებისთვის და 33 520 ლარი- ბიუროს თანამშრომლებისთვის (5 თანამშრომელი). ჯამში ათვისებულმა თანხამ 59 400 ლარი შეადგინა“- აღნიშნა ადამაშვილმა.
ადამაშვილის თქმით, ბუნდოვანი რჩება თუ რისთვის აქვს გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს ყოველთვიური ადმინისტრაციული ხარჯებისთვის მიღებული 25 800 ლარი გახარჯული.
უფლებამდაცვლის განცხადებით, მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო,მისი გამგეობის შენობიდან კანონიერად გამოსახლებამდე, დაკავებულ ფართში უსასყიდლოდ იყო განთავსებული და ღვინიაშვილს ოფისით სარგებლობისათვის ქირის გადახდა არ უწევდა.
აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, „პოზიცია“ სამართალდამცავ ორგანოებს გამოიძიების თხოვნით მიმართავს.
“ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ იმ 25 000 ლარის წარმომავლობა რომელიც გიორგი ღვინიაშვილმა იმ თანხების ზემოთ მიიღო რაც მას კანონით ეკუთვნოდა. რაში დაიხარჯა და რის საფუძელზე მიიღო მან ეს თანხა“- აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.
გურამ ადამაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან შეგნებულად მოხდა პროცესების პროვოცირება. უფლებადამცველის თქმით, მაშინ როდესაც გურჯაანის გამგეობაში დაპირისპირება დაიწყო გურჯაანის გამგებელი მოსახლეობას ხვდებოდა , ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრებს კი ამ პროცესის ჩაშლა სურდათ.
„ წინა დღით მოხდა მხარის რწმუნებულის მიერ ჟურნალისტების ორგანიზებული შეკრება, ხდებოდა მათ მიერ ქარხნების დათვალიერება. აღნიშნულმა ფაქტმა დადებითი რეზულტატი გამოიღო. როდესაც ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დაინახეს, მათ გადაწყვიტეს შენობის შიგნითვე მისი პარტიის წევრებისგან დაკომპლექტებული ანტიკორუფციული კომისია შეექმნათ. ეს ყველაფერი კანონს აცდენილია, გამგებელმა და მისმა თანამშრომლებმა კი სწორად და კანონიერად იმოქმედეს როდესაც სამართალდამცავებს დაუკავშირდენენ’- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები