გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. განცხადებას გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე ხელი მოაწერეს. განცხადებაში ბელორუსიისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებებზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მხარეები სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში სუვერენიტეტის, მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის, ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას ადასტურებენ. ასევე, მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა სფეროში. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება სულ 15-პუნქტიანია, შედგენილია ორ თანაბარუფლებიან ეგზემპლარად რუსულ და ქართულ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები