ჯანდაცვის კომიტეტში დღეს დავით სერგეენკოს ელოდებიან
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს ელოდებიან,- მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, კომიტეტის წევრები მინისტრთან შეხვედრისას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებენ. ხუნდაძემ ჯანდაცვის სფეროში წარმატებულ პროექტებს გაუსვა ხაზი.
„ქართული ჯანდაცვა აგრძელებს წარმატებას საქართველოში ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროექტები საერთაშორისო აღიარების საგანი გახდა. მე ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. მნიშვნელოვანი წარმატებაა დემოგრაფიის კუთხით რომლის პოლიტიკის ძირითადი განმახორციელებელი ჯანდაცვის კომიტეტია. საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შობადობით გამოირჩევა. ასევე წარმატებულია ნარკოპოლიტიკა, მნიშვნელოვანია ის რომ ქვეყანაში 90-95% შემცირდა ნარკოტიკების მოხმარება. ასევე მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა მემორანდუმი, რომელიც C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობას გულისხმობს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.