სოციალურად დაუცველთა კატეგორიის შეფასების წესში ცვლილებები შევიდა

სოციალურად დაუცველთა კატეგორიის შეფასების წესი შეიცვლა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა პაატა კიკნაველიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიის შეფასებისას მნიშვნელობა სოციალური აგენტის პირად შეფასებასაც ენიჭებოდა. ცვლილების მიხედვით, დეკლარაციას სუბიექტური შეფასების ნაწილი აღარ ექნება.
„აქამდე მოქმედი სისტემით დეკლარაციას ე.წ. საიდუმლო დანართი გააჩნდა, რომლის შინაარსიც სოციალურად დაუცველს არ მიეწოდებოდა. აქ შედიოდა სოციალური აგენტის პირადი შეფასებები, რომელიც გავლენას ახდენდა ქულაზე, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყვეტილიყო, მიენიჭებოდა თუ არა ამა თუ იმ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ცვლილების მიხედვით, დეკლარაციას სუბიექტური შეფასების ნაწილი აღარ ექნება და ქულები იმის მიხედვით დაანგარიშდება, თუ რა შემოსავლები აქვს კონკრეტულ ოჯახს და რამდენად საკმარისია იმისათვის, რომ ელემენტარული მოთხოვნებით უზრუნველყოს თავი. ახალი სისტემა უკვე 1 აპრილიდან ამოქმედდა“,- აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები