ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუზეუმში სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების კოლექციათა ექსპონირება და ფართო საზოგადოებისათვის მათი წარმოჩენა წარმოადგენს. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ფიროსმანის სურათებთან ერთად, წარმოდგენილია პაბლო პიკასოს „ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი“ და ფიროსმანის გამოფენათა ამსახველი აფიშები. გამოფენა – „ფიროსმანი მირზაანის მუზეუმის კოლექციიდან“ ქუთაისში 30 აპრილამდე გაგრძელდება.