მოსკოვში კოტე თოლორდავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

მოსკოვში კოტე თოლორდავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რის გამო გარდაიცვალა მსახიობი. დღეს საღამოს 6 საათის შემდეგ კი გახდება ცნობილი, როდის გადმოასვენებენ ცხედარს სამშობლოში.
თოლორდავას ახლობლების ინფორმაციით, მისი გადმოსვენების ზუსტი დრო, სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მსახიობის თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს. საორგანიზაციო საკითხებში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული.
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები