მინისტრი ბაქრაძე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს
“ძალიან სამწუხარო და კატეგორიულად მიუღებელი,” – ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება არ ეძლევა, წინაპრების საფლავზე მივიდნენ. მისი თქმით, რუსეთის აღნიშნული ქმედება ადამიანის ელემენტარულ უფლებას არღვევს. “ძალიან სამწუხაროა ადამიანური ტრაგედიები, რომელსაც ვაწყდებით საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ისინი მოქალაქეებს წინაპრების სასაფლაოზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ეს არღვევს ელემენტარულ ადამიანის უფლებებს,” – განაცხადა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.