ა/ო “პოზიციის” ახალგაზრდულმა ფრთამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო (ვიდეო,ფოტო)

რასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გვიან ღამით 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირზე აღმართულ მემორიალთან ტიტები მიიტანეს და სიმბოლურად ზეცაში მანათობელი ფარნები გაუშვეს. მათ ამგვარად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი.

ღონისძიებაში მონაწილეობდა უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, სამ სხვა უსინათლო ქალბატონთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციაში ჩართულ დემონსტრანტებს, საბჭოთა ტანკებითა და ჯარისკაცებით ალყაში მოქცეულ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს, სიმღერით ამხნევებდა.

11148284_423096601197613_1258318262_o-1024x682

11148241_423096004531006_111606700_o-1024x665 (1)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები