„თანხებთან დაკავშირებით „თავისუფალ ზონაში“ ახალი სკანდალი გორდება“
გაზეთი „ალია“ „თავისუფალ ზონაში“ არსებულ დაპირისპირებაზე წერს. გამოცემასთან საუბრისას ინკოგნიტო წყარო აცხადებს, რომ „თავისუფალ ზონაში“ თანხებთან დაკავშირებით ახალი სკანდალი გორდება.
“ამჯერად საქმე ეხება ამ ორგანიზაციის ბოსს, კობა ხაბაზს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე იყიდა 7 მშენებარე ბინა, აქედან 4 გაფორმებულია მის ძმაზე, ჯემალ ხაბაზზე, ხოლო 3 გაფორმებული იყო ცოლისძმაზე, საიდანაც 2 შარშან გაიყიდა. ამჟამად კობა ხაბაზს დარჩენილი ჰქონია 5 ბინა. კობა ხაბაზის ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ დაშლის პირასაა მისული. მას ადანაშაულებენ, რომ მიითვისა „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფილი თანხები. „ზონის“ წევრებისთვის ცნობილი გამხდარა, რომ ხაბაზმა ეს თანხები უძრავ ქონებაში ჩადო და ყველაფერი გააფორმა თავის ნათესავებზე. როგორც ამბობენ, „ზონის“ წევრები კობა ხაბაზს ცემით ემუქრებიან. „თავისუფალ ზონაში“ დაპირისპირება ჯერ კიდევ შარშან დაწყებულა, როცა აქტივისტებმა აღმა-დაღმა სირბილში ფული მოითხოვეს. სწორედ ამიტომ გაუყიდია კობა ხაბაზს 2 ბინა და, როგორც ამბობენ, „ზონას“ მოახმარა. პრინციპში, ბოლოს მაინც ისე გამოიყვანეს, რომ ხაბაზი საკუთარ ქონებას ყიდის და პარტიას ახმარს, რათა ხელახლა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ახლა ვინ დაიჯერებს იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ ისე გაუჭირდა, უკვე ბინას ყიდიან? არაფერიც ფული მოვარდა? წაიღე, უძრავ ქონებაში ჩადე, მალე გაძვირდება, მერე გაყიდე, ისევ პარტიაში მიიტანე, ხურდაც დაგრჩება და ამ ზაფხულში ნაშებშიც გაინავარდებ. უყვარს ხაბაზს კატერით სეირნობა ქალებთან ერთად. ალბათ, გახსოვთ, ის დეპუტატობის პერიოდში რამდენჯერმე „გამოიჭირეს“, ამ საქმეში სურათები გადაუღეს. მიშა სააკაშვილმაც იცის კობა ხაბაზის მსუნაგი ხასიათის ამბავი და ამიტომაც უტრაკებს პერიოდულად, ფული მიგაქვს, საქმეს არ აკეთებ, „ზონელები“ ძალიან სუსტობთ“, – წერს გაზეთი „ალია“ სანდო წყაროზე დაყრდნობით.