გედევან ფოფხაძე: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შალვა აბულაძეს უარყოფითი შეფასება არ ჰქონდა

დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, პოლიციელების დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ამნისტიით გამოვიდა თუ არა, დღეს გადამწყვეტი არ არის. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი დაკავება უმოკლეს ვადაში მოხდეს. ამასთან, აბულაძემ ისიც განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბულაძის მოქცევასთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა არ არსებობდა. “აბულაძეს მოხდილი ჰქონდა 8 წლამდე, თუ მეტი არა. და ეხებოდა ვადამდე განთავისუფლება. რამდენი ჰქონდა ზუსტად დარჩენილი, არ მახსოვს, მაგრამ უარყოფითი დასკვნა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოქცევასთან დაკავშირებით არ იყო. საწინააღმდეგო შემთხვევაში საკითხი განხილული არ იქნებოდა”,-განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები