თამარ ბერუჩაშვილი ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს მაიკლ გეორგ ლინკს შეხვდა. საქართველოს ის ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ოფისის დირექტორს მინისტრმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და 2013-2014 წლებში სასამართლო პროცესების მონიტორინგის მიმართულებით ODIHR-ის მიერ გაწეული საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მთავრობამ თავისი ინიციატივით მოიწვია ორგანიზაცია სასამართლო პროცესების მეტი გამჭირვალეობის უზრუნველყოფად. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ODIHR-ის დირექტორი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზზე და ადგილზე შეაფასებს იქ არსებულ ვითარებას.