გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

“ახალგაზრდა ადვოკატები” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გადადგომას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაც გაიმართა. რამდენადაც ცნობილია, დემონსტრანტების მოთხოვნის მიზეზი გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლია, რომელშიც პაპუაშვილი ოჯახთან ერთად უკვე რვა წელია, ცხოვრობს.
“ახალგაზრდა ადვოკატების” ცნობით, სახლი ბიზნესმენ როლანდ ბლადაძეს ეკუთვნოდა, თუმცა აჭარის რევოლუციის შემდეგ, ასლან აბაშიძესთან დაახლოებულ სხვა პირებთან ერთად, მას სხვადასხვა ბრალდების გამო საცხოვრებელი ჩამოართვეს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სიმბოლურ ფასად გადასცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ, აქციის მონაწილეების განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი ცდილობს, სახლი ახლობელს გადაუფორმოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები