„დავეხმაროთ გარდაცვლილი პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს!“
„დავეხმაროთ გარდაცვლილი პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს!“ – ამ სახელწოდებით, petitions 24. com-ზე ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება.
„2015 წლის 4 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ხელისუფლების მიერ შეწყალებული და ამნისტირებული რეციდივისტი კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა 28 წლის პოლიციელი, ბექა მარგიშვილი.
ცნობილია, რომ მარგიშვილების ოჯახს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი.
მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, დაუშვას შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამატებითი სახსრები, რათა სამინისტრომ შეიძინოს დაღუპული თანამშრომლის ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინა, როგორც მცირედი კომპენსაცია ქვეყნის სამსახურის დროს გაწირული სიცოცხლისათვის“, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.