საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს, მირჩეი დუშას შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაგეგმილი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩა დუშა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შევდა. შეხვედრის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობა იყო.